შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:რჩეული სტატიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია ვიკიპედიის სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 197 758 სტატიაა, მათ შორის კი მხოლოდ 265 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ.

თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

ახალი „რჩეულები“

სალომე ზურაბიშვილისაფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა. დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა, მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა. 2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნებში მან მე-2 ტურში საბოლოოდ გაიმარჯვა და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს თანამდებობა 6 წლის ვადით ეკავა. ის არის აგრეთვე საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი.
სუკარნოინდონეზიელი პოლიტიკური მოღვაწე, ინდონეზიის პრეზიდენტი 1945-1967 წლებში. ინდონეზიის ეროვნული გმირი. ეროვნული პარტიის დამაარსებელი. სუკარნო იყო ჰოლანდიური კოლონიალიზმისგან ინდონეზიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, სუკარნომ და მოჰამედ ჰატამ 1945 წლის 17 აგვისტოს გამოაცხადეს ინდონეზიის დამოუკიდებლობა, სუკარნო პრეზიდენტად დაინიშნა. ხელმძღვანელობდა ჰოლანდიის ხელახალი კოლონიზაციის მცდელობების წინააღმდეგ ინდონეზიურ წინააღმდეგობას როგორც დიპლომატიური, ისე სამხედრო საშუალებებით, სანამ ჰოლანდიამ 1949 წელს არ აღიარა ინდონეზიის დამოუკიდებლობა. შედეგად, მიენიჭა ტიტული „გამოცხადების მამა“ („Father of Proclamation“). პარლამენტური დემოკრატიის პერიოდის შემდეგ, სუკარნომ 1959 წელს სტაბილურობის აღსადგენად და რეგიონული ამბოხებების ჩასახშობად შემოიღო ავტორიტარული სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც „მართული დემოკრატია“. 1960-იანი წლების დასაწყისისთვის, სუკარნო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ინდონეზია მიუმხრობლობის მოძრაობის წამყვან ხმად აქცია ანტიიმპერიალისტურ ბანაკში. დღეს, მისი მემკვიდრეობა, როგორც ინდონეზიის დამფუძნებელი მამისა და ეროვნული ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მრავალი ინდონეზიელის მიერ სუჰარტოზე მეტად არის დაფასებული.
კვამე ნკრუმაგანელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა. ანკარათურქეთის დედაქალაქი. მდებარეობს ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში. საქალაქო აგლომერაციის მოსახლეობა 5 200 000-ს შეადგენს, ხოლო ანკარის პროვინციაში 5 864 049 ადამიანი ცხოვრობს. ანკარა თურქეთის უდიდესი ქალაქია ურბანული ტერიტორიის მიხედვით, მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (სტამბოლის შემდეგ), და მესამე — მეტროპოლიური ტერიტორიის მიხედვით (კონიისა და სივასის შემდეგ). ანკარა ისტორიულად ცნობილია, როგორც ანკირა და ანგორა. თავდაპირველად ძველი კელტური სახელმწიფოს, გალატიის (ძვ. წ. 280–64 წლებში), ხოლო შემდეგ ამავე სახელწოდების რომაული პროვინციის (ძვ. წ. 25–VII საუკუნე) პოლიტიკური ცენტრი იყო. ანკარაში გვხვდება ხათური, ხეთური, ლიდიური, ფრიგიული, გალატური, ბერძნული, სპარსული, რომაული, ბიზანტიური და ოსმალური არქეოლოგიური ძეგლები. ოსმალებმა ანკარა ჯერ ანატოლიის ეიალეთის (1393XV საუკუნის ბოლო), ხოლო შემდეგ ანგორის ეიალეთისა (1827–1864 წლებში) და ანგორის ვილაიეთის (1867–1922 წლებში) დედაქალაქად აქციეს. 1920 წლის 23 აპრილს ანკარაში დაარსდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა, რომელიც გახდა თურქული ეროვნული მოძრაობის შტაბი თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1923 წლის 29 ოქტომბერს, ანკარა გახდა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაც მან ჩაანაცვლა სტამბოლი, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ცენტრი იყო.

გეოგრაფია

კავკასია
კავკასია

ქვეყნები და კონტინენტები

აზერბაიჯანი · ავსტრალია · თურქეთი · კუბა · აფრიკა · ჩრდილოეთი ამერიკა · აზია · ლათინური ამერიკა

საქართველოს გეოგრაფია

თბილისი · ბათუმი · თუშეთი · იმერეთი · კავკასიონი · დვალეთი · თავისუფლების მოედანი (თბილისი) · ახალი ათონის მღვიმე · ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი · ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა

ქალაქები

რომი · ნიუ-იორკი · თელ-ავივი · სანქტ-პეტერბურგი · ანკარა · სტამბოლი · ბარსელონა · ტრაპიზონი · რიო-დე-ჟანეირო · ჰარლემი · ლიმა · ზალცბურგი · სალონიკი

ბუნებრივი ობიექტები და კუნძულები

პანამის არხი · წყნარი ოკეანე · კასპიის ზღვა · კარპატები · ალპები · ბაიკალი · ტამბორა · მაჩუ-პიქჩუ · ბაჰამის კუნძულები · მარშალის კუნძულები

ისტორია

საქართველოს ისტორია

კლარჯეთი · ექვთიმე თაყაიშვილი · ვახტანგ VI · ზვიად გამსახურდია · დიმიტრი ყიფიანი · იბერია · იმერეთის სამეფო · გურიის სამთავრო · სურამის ციხე · ალექსანდრე ჯავახიშვილი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · გიორგი შარვაშიძე · დავით უკლება · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი · ტფილისის ბანკის ძარცვა · სოჭის კონფლიქტი · ერებუნი

რომის ისტორია

რომის იმპერია · რომის რესპუბლიკა · რომის იმპერატორების სია · რომის სენატი · პირველი პუნიკური ომი · ოქტავიანე ავგუსტუსი · დომიციანე · მეორე სამნიტური ომი · ბიზანტიის იმპერია


მსოფლიო ისტორია

ჯუზეპე გარიბალდი · ადოლფ ჰიტლერი · აშშ-ის პრეზიდენტების სია · ჰანიბალი · პეტრე ბაგრატიონი · იოზეფ გებელსი · ხლოდვიგ I · საღვთო რომის იმპერია · ძველი ეგვიპტე · კალვინ კულიჯი · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია · აბუ-სიმბალი · იუგოსლავიის დაშლა · ანასტასია რომანოვა · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · ესპანეთის სამოქალაქო ომი · ატილა · გრანიკოსის ბრძოლა · ინკების ცივილიზაცია · ტეოტიუაკანი · პორტუგალიის ისტორია · იაჰმესის პირამიდა · ლონდინიუმი · ბრაუნშვაიგის მუმე · კვამე ნკრუმა · სუკარნო · მესოამერიკის ქრონოლოგია · ტერა-ნოვას ექსპედიცია · გრძელი დანების ღამე · ნევილ ჩემბერლენი · ლონდონის დიდი ხანძარი · მამედ ემინ რასულზადე · ელიზაბეტ დე ვალუა · ანა ბრეტონელი · აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) · ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია · მიხეილ სუსლოვი · ყირიმელი თათრების დეპორტაცია · კაროლინა მატილდა ბრიტანელი · ოპერაცია ნეპტუნი · ხაშამის ბრძოლა · სლოვიანსკის ალყა · როზეტის ქვა

მეცნიერება

მათემატიკა და ფიზიკა

მათემატიკა · სამკუთხედი · E (რიცხვი) · დიდი აფეთქება

ასტრონომია

მზე · ურანი · მზის სისტემა · პლანეტა · გალაქტიკა · ეგზოპლანეტა · ევროპა (თანამგზავრი)

ბიოლოგია და მედიცინა

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა · ევოლუცია · ცოფი · ვიტამინი D · კისტური ფიბროზი · დიდი ოყარი

დანარჩენი მეცნიერება

გრიგორიანული კალენდარი · ლევან მარუაშვილი · გეომორფოლოგია · ტუნგუსკის მეტეორიტი

ტექნიკა

კომპიუტერული ტექნოლოგია

Mozilla Firefox · პერსონალური კომპიუტერი

სარაკეტო და საბრძოლო ტექნიკა

სატურნ V · სუ-25 · M270 (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა)

რელიგია და მითოლოგია

ქართული ეკლესია-მონასტრები

ფიტარეთის მონასტერი · გელათის მონასტერი · ოშკი · არადეთი · კვეტერა · მრავალძალი · ტბეთის მონასტერი · ხანძთა · პარეხი · დოლისყანა · სურამისა და ხაშურის ეპარქია

ქრისტიანობა და სხვა რელიგიები

ილია II · კათოლიციზმი · წმინდა ნიკოლოზი · ეიკონი · ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები · ბორობუდური

სპორტი

ბიატლონი
ბიატლონი

ფეხბურთი

პელე · დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი) · გიორგი ქინქლაძე · გარინჩა · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · რონალდინიო · მილანი (საფეხბურთო კლუბი) · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) · ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · არიენ რობენი · ჰაქიმ ზიეში

სხვა სპორტი

გარი კასპაროვი · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში

საზოგადოება

საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება

სალომე ზურაბიშვილი · საქართველოს სახელმწიფო გერბი · საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი · თბილისის თვითმმართველობა · აკაკი შანიძე · სახელმწიფო ცერემონიების სასახლე · ბორჯომი (წყალი) · ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი · მზია ამაღლობელი · აფხაზები

ფილოსოფია და აზროვნება

სოკრატე · სტოიციზმი · ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია)

ენები და ეთნოსები

ბულგარული ენა · რუნები · ეგვიპტური იეროგლიფები · ოჯიბვე

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობები

სხვა

რევანი

ხელოვნება და კულტურა

პიროვნებები: დავით გურამიშვილი · ტერენტი გრანელი · თედორე დოსტოევსკი · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · გიორგი შარვაშიძე · გაბრიელ გარსია მარკესი

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი

რადიო, კინო, ტელევიზია: ექვსი ფუტი მიწის ქვეშ · ციხიდან გაქცევა · ანიმე · გრიფინები · ჯანგო გათავისუფლებული · მანდალორელი · რევანი

თეატრი: რუსთაველის თეატრი

არქიტექტურა: გელათის მონასტერი · სტალინისტური არქიტექტურა · ოშკი · სურამის ციხე · კვეტერა · ხანძთა · ფიტარეთის მონასტერი · აბუ-სიმბალი · ტბეთის მონასტერი · ბორობუდური · იაჰმესის პირამიდა · დოლისყანა · პარეხი · მრავალძალი

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · ბეჭდების მბრძანებელი · შტორმი (პერსონაჟი) · კერი ბრედშოუ · ვეფხისტყაოსანი · მრისხანების მტევნები

მუსიკა: კლიფ ბარტონი · Coldplay · პინკ ფლოიდი · ჯონი კეში · ჯენესისი · რედიოჰედი · The Beatles · U2 · მეტალიკა · სკორპიონსი · ინგვი მალმსტინი · Enter Sandman · მაიკლ ბუბლეი · მეტალიკის ტურნეები · ლედი გაგა · როჯერ უოტერსი · ზემფირა · ჯონი კეში

კლასიკური მუსიკა: ნიბელუნგის ბეჭედი · კურთხეული გაზაფხული · ტოსკა · XX საუკუნის კლასიკური მუსიკა · პარსიფალი · ტრისტან და იზოლდა

კლასიკური კომპოზიტორები: კლოდ დებიუსი · იგორ სტრავინსკი · დიმიტრი შოსტაკოვიჩი · ფერენც ლისტი · რიხარდ ვაგნერი · ბენჯამინ ბრიტენი · გუსტავ მალერი · მორის რაველი · არნოლდ შონბერგი · რიხარდ შტრაუსი · პიერ ბულეზი · გეორგ შოლტი · ოლივიე მესიანი